EN RU GE CZ
       
საიტის სტრუქტურა კონტაქტები
 
 
 კომპანიის შესახებ

 

 

კომპანია Block Georgia დაარსდა 1996 წელს, კომპანიის პარტნიორები არიან Medimex და Block a.s. Block Georgia არის ქართულ-ჩეხური ერთობლივი საწარმო. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო არის ე.წ. „სუფთა ოთახების“ მშენებლობა. Block Georgia-ს გააჩნია მაღალკვალიფიციური კადრები ინჟინერული საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კონდიცირება, ვენტილაცია, გათბობა, ელექტროენერგიის მიწოდება, მიკროკლიმატის მართვის ავტომატური სისტემები, წყლის მომზადება, წყლის მიწოდება და კანალიზაცია. თანამშრომლების ასეთი გუნდი საშუალებას აძლევს კომპანიას განახორციელოს ურთულესი კატეგორიის პროექტები. კომპანია Block Georgia დიდ ყურადღებას აქცევს სწორ პროექტირებას, დანადგარების დროულ მიწოდებას, მაღალკვალიფიციურ მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას. ყოველივე ზემოაღნიშნული მიიღწევა ტექნიკური ბაზის მუდმივი გაუმჯობესებებით, საერთაშორისო გამოფენების დასწრებით, ასევე ტრეინინგებისა და  სემინარების ჩატარებით.

  Copyright © 2007 BLOCK®Georgia
საიტის სტრუქტურა კონტაქტები