Block Georgia შედის Block Group-ში სადაც გაერთიანებულია 4 ქვეყნის 15 კომპანია. „სუფთა ოთახების“ კომპონენტების დამზადების საკუთარი საწარმოს ჩამოყალიბებამ, სლოვაკეთის For Clean, For Medical და For Lab ქარხნებში საშუალება მისცა კომპანიას კლიენტებისათვის შეეთავაზებინა სამუშაოთა მთელი სპექტრის შესასრულებლად საჭირო ყველა ოპტიმალური პირობა. იმის გამო, რომ Block Group-ში შემავალ კომპანიებს შორის არის ეფექტური კოორდინაცია, ჩვენ მივაღწიეთ ოპერატიულობას, მუშაობის მაღალ დონესა და კონკურენტუნარიან ფასებს.
კონდიცირების სფეროში Block Georgia-ს პარტნიორები არიან : ავსტრიული კონცერნი GEA (ლინკი), ჩილერების, სპლიტ-სისტემების, VRV-სისტემების, კომპრესორ-კონდენსატორული ბლოკების და მულტი-სპლიტ სისტემების მიწოდებაში - იაპონური კონცერნი DAIKIN (ლინკი), სავენტილაციო სისტემების მწარმოებელი ჩეხური კომპანია REMAK (ლინკი), სლოვაკური კომპანია ELTECO (ლინკი) და ჩეხური კომპანია ELTECO-UPS - ელექტროენერგიის წყაროს საგარანტიო სისტემების მიწოდებაში, ამერიკული კონცერნი EMERSON, რომელიც არის LIEBERT-HIROSS-ის ბრენდით მგრძნობიარე კონდიცირების დანადგარებისა და LIEBERT-ის ბრენდით სასერვერო და კომპიუტერული ოთახებისთვის ძლიერი UPS-ების მწარმოებელი.
|