სამშენებლო ქვედანაყოფი ანხორციელებს საცხოვრებელი და არა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობას საკუთარი პროექტების მიხედვით. ხორციელდება სამუშაოთა სრული სპექტრი, როგორც სამშენებლო ასევე მოსაპირკეთებელი უმაღლესი ხარისხის მასალებისაგან. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ ობიექტების სამშენებლო ნაწილში შედის ობიექტის გარშემო ტერიტორიის კეთილმოწყობა. Block Georgia-ს სამშენებლო ქვედანაყოფი ანხორციელებს შემდეგ სამუშაოებს:
I. სამრეწველო, საოფისე და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების
საერთო სამშენებლო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები:
I.I. ასაწყობი, რკინაბეტონის კონსტრუქციებით;
I.II. მონოლითური ბეტონით;
I.III. მსუბუქი მეტალის კონსტრუქციებით;
I.IV. “სენდვიჩის” ტიპის პანელებით;
II. გადახურვითი სამუშაოები:
II.I. სახურავის მონტაჟი რულონური მასალით;
II.II. სახურავის მონტაჟი პოლიმერული და ემულსია-ბეტუმური შემადგენლებით;
II.III. სახურავის მონტაჟი მეტალის ფენებითა და მეტალის კრამიტით;
III. მოსაპირკეთებელი სამუშაოები:
III.I. კედლებისა და იატაკების მოპირკეთება ევროპელი მწარმოებლების კერამიკული მასალებით;
III.II. კედლების მოპირკეთება და მრავალფენიანი შეკიდული ჭერის მოწყობა, ჩამონტაჟებული განათებებით.
III.III. ევროპელი მწარმოებლების კარებებისა და ფანჯრების დამონტაჟება;
III.IV. იატაკების დამზადება გადახურვის ქვეშ (PANBEX, UZIN);
IV. სამრეწველო იატაკები:
კომპანია Block Georgia არის სამრეწველო იატაკებისათვის საჭირო მასალების მწარმოებელი ჩეხური კომპანიის PANBEX s.r.o.-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აღნიშნული კომპანია არის ევროპაში ერთ-ერთი ლიდერი კონცერნი თავის სფეროში. PANBEX-ის მასალები აკმაყოფილებენ ევროსაბჭოს ნორმებს და გამოირჩევიან სტაბილური მახასიათებლებით. დიდი მოთხოვნით სარგებლობს ბეტონის გასამაგრებელი მასალები PANBEX F1, F2, F3, F3 Extrem, ბეტონის გასამაგრებელი უნიკალური სისტემა “wet to wet”, თვითნიველირებადი ნაერთები და CAMBEX-ის სამრეწველო იატაკები, სარემონტო შემადგენლები “R” და სულფატგამძლე R+, უკუმშვადი მტკიცე ხსნარები “G”.
რაც შეეხება ფასისა და ხარისხის ურთიერთდამოკიდებულებას, აქ PANBEX -ის სამრეწველო იატაკები არის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება საშუალო და მსხვილი ობიექტებისათვის, როგორებიცაა საწყობები, სამრეწველო დაწესებულებები და ჰიპერმარკეტები.
|