ჩვენ ვახდენთ ცენტრალური კონდიცირების სისტემების მიწოდებას რომლებშიც, გამოიყენება ავსტრიული კონცერნ GEA-ს ცენტრალური კონდიციონერები და ფენკოილები. „სუფთა ოთახების“ კონდიცირების სფეროში პრიორეტულია ობიექტების კონდიცირება ცენტრალურ სავენტილაციო დანადგარებში ჰაერის დამუშავების გზით, სადაც ასევე გამოიყენება ავსტრიული კონცერნ GEA-ს დანადგარები. სიცივის წყაროსთვის გამოიყენება იაპონური კონცერნ DAIKIN-ის დანადგარები, ჩილერები და კომპრესორ-კონდენსატორული ბლოკები.
გამწოვებისათვის გამოიყენება ჩეხური კომპანიის REMAK -ის მცირე სავენტილაციო დანადგარები, აღნიშნულ კომპანიას გააჩნია ფართო ასორტიმენტი მის მიერ წარმოებული კლიმატ-კონტროლისა და რეგულაციის ავტომატური სავენტილაციო სისტემებისა, რომლებიც აწყობილია კონცერნ SIEMENS-ის ბაზაზე დაყრდნობით, მათ ასაწყობად ასევე გამოიყენება SIEMENS-ისა და LANDIS & STAEFA-ს საშემსრულებლო მექანიზმები, რაც შეეხება ძალოვან ფარებსა და ავტომატიკას აქ გამოიყენება SHNEIDER ELECTRIC, GENERAL ELECTRIC და LEGRAND-ის ძალოვანი კომპონენტები.
ჩვენ ვახდენთ ასევე გარანტიული ელექტროწყაროების მიწოდებას. თანამედროვე სამედიცინო აპარატურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ჩვენ ვთავაზობთ შემკვეთებს ელექტროწყაროს, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: იტალიური ფირმა ORTEA-ს ძაბვის სტაბილიზატორები 10 kva-დან 2000 kva-მდე სიმძლავრით, 20-550 kva სიმძლავრის დიზელ-გენერატორები რომლებიც მუშაობენ სინქრონულ და პარალელურ რეჟიმში სლოვაკური კომპანია ELTECO-ს ATS ბოქსთან, UPS-LIBERT HIROSS 5 kva-დან 400 kva-მდე სიმძლავრით, რომლებიც მუშაობენ პარალელურ რეჟიმში ამერიკულ კონცერნ EMERSON-თან. გათბობის სისტემებში გამოიყენება ისეთი მწარმოებლების თუჯისა და ფოლადის საქვაბეები, როგორებიცაა BUDERUS და FEROLLI ასევე WEISHAUPT და ECOFLAM-ის დიზელის, გაზისა და კომბინირებული ფარსუნკები.
|